ეკლესია

ეკლესია
• ბერძნული სიტყვაა და ორი მნიშვნელობა აქვს: ძირეული, პირველადი და მეორეული, გადააზრებითი. თავდაპირველი და ჩვეულებრივი აზრით იგი ნებისმიერი რწმენისა და სოციალური ფენის წარმომადგენელთა კრებულს (საზოგადოებას) აღნიშნავს. მეორეული შინაარსით, ე.ი. ქრისტიანული თეოლოგიის ენაზე, ეკლესია გულისხმობს მორწმუნეთა და (და მხოლოდ მორწმუნეთა) კრებულს, საზოგადოებას, გაერთიანებას. ჩვენ სწორედ მეორე შინაარსი გვაინტერესებს. ეკლესიის წევრები არიან როგორც მართალი, ისე ცოდვილი მორწმუნეები. მაშასადამე, ეკლესია ფაქტობრივად და რეალურად შესაბამისი ქვეყნისა და საზოგადოების ყველა უბანს მოიცავს. ეკლესია ის რელიგიური ორგანიზაციაა, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს საზოგადოების ფართო ფენებთან და მის წიაღში მოქმედებს. ეკლესიის არსებითი ნიშანი არის ჰარმონიული ურთიერთობა სახელმწიფოს კულტურასთან და ტრადიციებთან. მნიშვნელობა არა აქვს, ოფიციალურად რა სტატუსი ექნება მას მინიჭებული. ეკლესია, როგორც წესი, ამა თუ იმ მხარის, ერისა თუ ეთნოსის ძირითადი სარწმუნოებრივი გაერთიანებაა.
• ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ,,კრებულს”, ,,საზოგადოებას’’, ,,ერს” (არა ნაციის გაგებით). მაშასადამე, ყოფითი აზრით, ეკლესიას აქვს ორი მნიშვნელობა: 1. არის მორწმუნეთა საზოგადოება და 2. სახლი, სადაც მორწმუნეები იკრიბებიან. თეოლოგიური თვალთახედვით ეკლესია არის ქრისტეს სხეული, გვამი, ხოლო თითოეული მორწმუნე - მისი ესა თუ ის ნაწილი, ასო. ამდენად, ეკლესია აერთიანებს ქრისტეს მორწმუნეებს, ვინც უნდა იყვნენ ისინი, - ყველას და ყოველგან მყოფთ, ცოცხლებსაც და მკვდრებსაც. იგი, ამის გამო, არსით ერთიანია და განუყოფელი, მაგრამ მაინც ორნაწილედი: ზეციური და ამქვეყნიური ანუ უხილავი და ხილული. ისინი არსობრივად შეადგენენ ერთ სამწყსოს ერთი და იმავე მწყემსმთავრისა - ღმრთისა. ქვეყნიური ეკლესია იბრძვის და გზად იმყოფება ჯერაც, მეორე კი, ზეცის ეკლესია, უკვე ზეიმობს გამარჯვებას, რადგან ეწია იდეალს. აქედან ცხადია დასკვნა: ამქვეყნიური ეკლესია, წუთისოფლის დარად, დამძიმებულია სხვადასხვა ცოდვით, ზეციური კი არის ყოვლითურთ მრთელი და უმწიკვლო. პირველს უწოდებენ ,,ქვათა ეკლესიას“, ხორცთა ეკლესიას, მებრძოლ ეკლესიას, რომელიც ისწრაფვის და ელტვის მეორეს, უზემოესს, ჭეშმარიტ იდეალს - ციურს, მოზეიმეს ანუ მედღესასწაულეთა ეკლესიას. ეკლესიას უხმობენ აგრეთვე სძლად, რადგან მისი საბოლოო მიზანი ქრისტესთან ჭეშმარიტი და მისტიური ქორწილია.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Полезное


Смотреть что такое "ეკლესია" в других словарях:

  • ბაპტისტური ეკლესია — ერთ ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პროტესტანტული დენომინაციაა, რომელიც პურიტანთა წრეში წარმოიშვა. პურიტანები წარმოადგენდნენ ანგლიკანური ეკლესიის წიაღში არსებულ ჯგუფს, რომელიც ამ ეკლესიას დაუპირისპირდა, ვინაიდან მის მიერ განხორციელებული… …   Georgian encyclopedia

  • ავტოკეფალიური ეკლესია — (ბერძნ. autos თვით და kephale თავი) დამოუკიდებელი ქრისტიანულ მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც იერარქიულად ცალკე ერთეულია, ანუ ერთი მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა მეორისაგან. საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს… …   Georgian encyclopedia

  • პრესვიტერიანული ეკლესია — სამამასახლო ეკლესია. Source: თევზაძე გ. აღორძინების ეპოქის ფილოსოფია: (მარსილიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე) / რედაქტორი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ირემაძე / გამ ბა „ნეკერი“ თბ.,– 2008 ISBN 978 9941 404 13 9 …   Georgian encyclopedia

  • ანგლიკანური ეკლესია — ქვეყნის, სახელმწიფოს, ერის ეკლესიაა. იგი იდენტიფიცირებულია ინგლისთან (დიდ ბრიტანეთთან) და, ნაწილობრივ, ირლანდიასთან და, ამდენად, ნაციონალიზმის (გარკვეულწილად ფილეტიზმის) ელემენტებსაც შეიცავს (სომხური სამოციქულო ეკლესიის მსგავსად), რის გამოც მისმა …   Georgian encyclopedia

  • Илорский храм — …   Википедия

  • Church of Saint George (Kldisubani) — Church of Saint George კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესია Քարափի Սուրբ Գեւորգ Եկեղեցի The view of the Church and Tbilisi Tower Basic information Location …   Wikipedia

  • Церковь Святого Георгия (Клдисубани) — Церковь Церковь Святого Георгия груз. კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია арм. Կլդիսուբանի Սուրբ Գևորգ եկեղեցի …   Википедия

  • Абатхевская церковь — церковь Абатхевская церковь груз. აბათხევის ეკლესია Абатхевская церковь (груз. აბათხევის ეკლესია)  церковь Грузинской Православной церкви XVII века в крае Самцхе Джавахети, в деревне Абатхеви. Абатхеви является маленькой деревней в… …   Википедия

  • ბონჰოეფერი დიტრიჰ — (1906 1945) ეკუთვნოდა საუნივერსიტეტო თეოლოგიურ წრეებს. ეკუმენურმა და 1930 იანი წლების მოძრაობებმა ევროპაში მშვიდობისათვის მასზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ გადამწყვეტი როლი მის ცხოვრებაში შეასრულა აღმსაარებელი (ანტინაცისტური) ეკლესიის… …   Georgian encyclopedia

  • ორმოცდაათიანელთა კონფესია — ერთ ერთი გვიანპროტესტანტული ქრისტიანული მიმდინარეობა, რომლის იდეური წყაროები რევივალიზმის (ინგლ. Revival აღდგენა, აღორძინება) რელიგიურ ფილოსოფიურ მოძრაობაშია საძიებელი. ორმოცდაათიანელთა ეკლესია (,,Pentecostal Church”) ქრისტიანობის ძლიერ… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»